ახალგაზრდული ფორუმი

საქართველოს ინტერნეტმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი დაიწყო. ღონისძიება წელს საქართველოში პირველად გაიმართა. ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების ექსპერტებთან, ინტერნეტის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელონ. ასევე ისინი გაეცნენ ელექტრონული მმართველობის, ხელოვნური ინტელექტის, ონლაინსივრცეში დეზინფორმაციასთან ბრძოლისა და კიბერუსაფრთხოების საკითხებს. ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.