ახალგაზრდული ფორუმი

ბათუმში, ახალგაზრდული ფორუმი „ადგილობრივი თვითმმართველობა სტუდენტებისთვის“ მიმდინარეობს. ფორუმის მონაწილეებს სიტყვით პრემიერ მინისტრმა და თბილისის მერმა მიმართეს. ფორუმზე მისულ გიორგი გახარიასა და კახა კალაძეს არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წევრები საპროტესტო შინაარსის ტრანსპარანტებით დახვდნენ.