ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ხელოვნების მუზეუმის ყოფილი მმართველის, ეკა კიკნაძის სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს. ნორმა, რომელსაც საია ასაჩივრებს, ეროვნულ მუზეუმში კვლევითი საქმიანობის მიზნებისთვის მკვლევართან დაშვების წესს ეხება. აღნიშნულის თანახმად, სამუზეუმო ფონდებში პირის დაშვება მუზეუმის დირექტორატის გადაწყვეტილებით ხდება, რომელიც შემდგომ სამინისტროს უნდა ეცნობოს. ასევე, არ არის განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღების კრიტერიუმები.