ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანგარიში

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სადამკვირვებლო მისია წინასაარჩევნო გარემოს აფასებს. საია-ს შეფასებით, წინასაარჩევნო პერიოდი წარიმართა მაღალი პოლარიზაციის ფონზე. მათი თქმით, კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებმა და გამოკვეთილმა უარყოფითმა ტენდენციებმა წინასაარჩევნო პროცესებზე დამაზიანებლად იმოქმედა. საია წინასაარჩევნო პერიოდში მთავარ პრობლემებად „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის“ მიღებას, პარტიულ სიებში გენდერულ დისბალანსს, ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებებს, სიძულვილის ენის გამოყენებასა და ძალადობის წაქეზებას, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნებისა და საარჩევნო დარღვევებზე რეაგირებას საკითხებს ასახელებს. ორგანიზაცია არჩევნების დღეს 600-ზე მეტი დამკვირვებლით დააკვირდება.