ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.
ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია იმ საკითხებზე, რასაც 26 ოქტომბრის არჩევნებზე გავლენის მოხდენა შეუძლია. ანგარიშში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზეც არის საუბარი. საია-ში მიაჩნიათ, რომ სოციალური, თუ ინფრასტრუქტურული პროექტები შესაძლოა ამომრჩევლის ნებაზე გავლენას ახდენდეს.
არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშს მმართველ გუნდში უპასუხეს. „ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ინფრასტრუქტურული, თუ სოციალური პროგრამების განხორციელება ვერ შეჩერდება და საია-ს მსგავსი განცხადებებით ამომრჩეველი შეცდომაში შეჰყავს.