თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მესტიის მუზეუმის ყოფილი დირექტორის, აკაკი კვიციანის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება იმართება. მიმდინარეობს სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია სახელწოდებით „სვანეთის კულტურული მემკვიდრეობა და გადარჩენის პერსპექტივები“. არაერთი ჯილდოსა და პრემიის მფლობელი ისტორიკოსი და მუზეუმთმცოდნე აკაკი კვიციანი ექვსი ათეული წლის განმავლობაში ეძებდა, აგროვებდა, აღადგენდა და ანვითარებდა სვანეთის მიწაზე არსებულ ისტორიულ და კულტურულ ძეგლებს.
წლების განმავლობაში აკაკი კვიციანმა დანგრევას გადაარჩინა სვანეთის მრავალი ისტორიული ძეგლი, აღადგინა არაერთი კოშკი. მისი უშუალო თაოსნობით გადაიხურა და რესტავრირდა რამდენიმე ტაძარი.