პარტია „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი აკაკი ბობოხიძე „ქართულ ოცნებას“ სიცრუეში ადანაშაულებს.
აკაკი ბობოხიძის თქმით, ვანში იმ 10 ადამიანიდან, რომლებმაც პარტია დატოვეს, არ არიან „ევროპული საქართველოს“ წევრები, სამტრედიაში კი 150 ადამიანიდან მხოლოდ სამი იყო მხარდამჭერი.