აიტი სპეციალისტების გადამზადების პროგრამა

ქვეყანაში აიტი სპეციალისტების დეფიციტია.

ადგილობრივი და უცხოელი დამსაქმებლები ამ გამოწვევაზე უკვე წლებია, საუბრობენ. ეკონომიკის გაციფრულების ფონზე, პრობლემა კიდევ უფრო მწვავდება. კვალიფიციური კადრების დეფიციტის შესამცირებლად ახალი პროგრამა იწყება, რომელიც 5 000-მდე აიტი სპეციალისტის გადამზადებას გულისხმობს. პროგრამაში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.