მკვეთრად შემცირებული ვაქცინაციის ფონზე მეხუთე ტალღასთან დაკავშირებული პროგნოზები სულ უფრო მძიმდება.
წამყვანი კლინიკების ხელმძღვანელები და ექიმები მორიგი რთული სცენარისთვის ემზადებიან. ადამიანები, რომლებიც კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე არიან, აუცრელთა პანდემიას საქართველოშიც გარდაუვლად მიიჩნევენ. დაავადებათა კონტროლის ცენტრი ახლა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას ელოდება. გამყრელიძის უწყება სამედიცინო პერსონალსა და პედაგოგებს შორის სავალდებულო ვაქცინაციის დაწყების მომხრეა. ეს და ვაქცინაციის გასააქტიურებლად საჭირო სხვა წინადადებები უკვე საბჭოშია გაგზავნილი, გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში უნდა იყოს მიღებული.
33 გარდაცვლილი, 2 000-მდე ახალი შემთხვევა – ამ მონაცემების ფონზე ქვეყანაში აცრის დღიური მაჩვენებელი მხოლოდ 12 000-ის ფარგლებშია.