უკიდურესად გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, დღის წესრიგში ახალი შეზღუდვების ამოქმედება დგება.
კონკრეტული რეგულაციები, სავარაუდოდ უახლოეს დღეებში გამოცხადდება. სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყველანაირ პროგნოზს ასცდა – ბოლო 24 საათში კორონავირუსმა 60 ადამიანი იმსხვერპლა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რიცხვია. ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის გამო, სულ უფრო იზრდება თბილისის საველე ჰოსპიტლებში მოთავსებულ პაციენტთა რაოდენობა. თბილისსა და აჭარაში სტაბილიზაციის პირველი ნიშნები გაჩნდა და დაავადების გავრცელება კლებისკენ წავიდა, თუმცა რისკის ზონებია და მთელი ყურადღება გადატანილია იმ რეგიონებისკენ, სადაც ვაქცინაციის საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. „ავიცრათ ერთმანეთისთვის“, – ამ სახელწოდების კამპანია დღეიდან ყველა რეგიონს მოიცავს. კამპანიის მიზანი სკეპტიკურად განწყობილ წრეებში ვაქცინების სარგებლის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის გავრცელება და ცნობიერების ამაღლებაა.