ვირუსთან წინაღმდეგ ბრძოლაში ახლა ერთ-ერთი მთავარი იარაღი ვაქცინაციაა.
პროცესის დასაჩქარებლად ქვეყნის მასშტაბით აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს. თბილისსა და მცხეთაში დღეიდან მასობრივი იმუნიზაციის ცენტრები ამოქმედდა. 15 აგვისტოდან კი კიდევ ერთი ცენტრი ბათუმშიც გაიხსნება. ასაცრელ პუნქტებში მოქალაქეებს ვაქცინაციის ჩატარება წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეუძლიათ. შეზღუდვების მოქმედების პერიოდში აცრის მსურველებს იმუნიზაციის პუნქტებამდე სპეციალური ტრანსპორტი გადაიყვანს. ინფიცირებულთა სტატისტიკისგან განსხვავებით, დამაიმედებელია ყოველდღიურად აცრილი მოქალაქეების რაოდენობა. გუშინ ქვეყნის მასშტაბით 25 432 ადამიანი აიცრა. თუ ზრდის ტენდენცია გაგრძელდება, გეგმის შესრულება, – წლის ბოლომდე ზრდასრული მოსახლეობის 60 %-ის იმუნიზაცია, – შესრულებადი გახდება.