„აიცერი და მოიგე!“ – ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარიის მთავარი პრიზი, 100 000 ლარი გათამაშდა. 1 222 349 ვაქცინირებული ადამიანს შორის ყველაზე იღბლიანი, 27 წლის ანა ნოზაძე აღმოჩნდა. იგი „ფაიზერის“ ვაქცინით ზაფხულში, ბათუმში ყოფნის დროს აიცრა. ვაქცინაციის წამახალისებელი, შემაჯამებელი გათამაშება 31 დეკემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში ჩატარდა. გამარჯვებულს ახალი წლის ღამეს მოგებული 100 000 ლარი საზეიმოდ დღეს, შობის დღესასწაულზე გადაეცა. ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია „აიცერი და მოიგე“ ამით დასრულდა.