ვაქცინაცია აჭარაში

ვაქცინაციასთან დაკავშირებით მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება. დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ოჩხამურის მოსახლეობას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი შეხვდა. ნინო ნიჟარაძე ვაქცინაციის პროცესს გაეცნო და მოსახლეობას ვაქცინაციის წახალისების პროგრამებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. სოფლად ვაქცინაციის კამპანია რეგიონებში მცხოვრები 50 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის იმუნიზაციას ემსახურება.