აგვისტოში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ქვეყნის ეკონომიკა 5,8 პროცენტით გაიზარდა. პირველი 8 თვის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ კი 5 პროცენტი შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აგვისტოში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა შეინიშნებოდა მშენებლობაში, ვაჭრობაში, დამამუშავებელ მრეწველობასა და სასტუმროების ბიზნესში. კლება, სამთომოპოვებით მრეწველობაში, ელექტროენერგიისა და წყლის წარმოებაში.
მთავრობის პროგნოზით, წლის ბოლოს ეკონომიკური ზრდა 4,5 პროცენტია.