ეროვნული კონფერენცია რესურსეფექტური წარმოების შესახებ

რესურსეფექტური და სუფთა წარმოება – ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა პროგრამამ ეროვნულ კონფერენციას უმასპინძლა. წლევანდელი ღონისძიება ქვეყნის ეკონომიკას და ახალი შესაძლებლობების ზრდას მიეძღვნა. კონფერენციამ, როგორც გამოწვევების, შესაძლებლობებისა და შედეგების განხილვის საკომუნიკაციო პლატფორმამ, ეროვნული და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხის განხილვას შეუწყო ხელი.