ჰააგასა და სტრასბურგში ოკუპანტის წინააღმდეგ მოგებული დავების შემდეგ, მმართველი გუნდი აგვისტოს ომთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხის გაცემას სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ დაანონსებული საჯარო სამართლებრივი პროცესის ფარგლებში გეგმავს. ევროსაბჭოს 2008 წლის რეზოლუციასა და ტალიავინის დასკვნაზე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების ხელმოწერა, კითხვები ომის მტკიცებულებების თაობაზე და გარე ძალების დავალებების გააზრებული შესრულება – ამ ბრალდებებით მოქმედი ხელისუფლება ყოფილს მოღალატეობრივ ქმედებებში ადანაშაულებს. სამართლებრივი პროცესი არჩევნების შემდეგ უნდა დაიწყოს.
როგორ ფასდება „ქართული ოცნების“ ინიციატივა, რომელიც რამდენიმე დღეა, ურთიერთბრალდებების მიზეზია – თამარ წიკლაური გვიერთდება პირდაპირ ეთერში.