სიახლეა მოსალოდნელი აგროდაზღვევის პროგრამაში.
იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთი რაიონი საკარანტინო ზონად არის გამოცხადებული, მოსავლის დამზღვევი პოლისები ამ ზონებშიც გაიცემა. ასევე მრავალწლიანი კულტურების დაზღვევის ვადები იზრდება და ერთის ნაცვლად პოლისი სამი წლის განმავლობაში იმოქმედებს. ამ პერიოდში კი პოლისის ფასის 70%-ს სახელმწიფო დაფარავს. პროგრამა ფერმერების მოსავალს კვლავ ოთხი სტიქიისგან აზღვევს. ჩამონათვალში ისევ არ არის საგაზაფხულო ყინვა, რის გამოც სფეროს სპეციალისტებს შენიშვნები აქვთ.