კახეთში, აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ბენეფიციარებისთვის სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება მიმდინარეობს. სადაზღვევო კომპანიებმა ზარალის დათვლა დაასრულეს.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში ბესიკ სუმბაძეს, სეტყვისა და ქარიშხლის შედეგად, ყურძნის მოსავლის 75 %-მდე გაუნადგურდა. მევენახე ფერმერი სახელმწიფო აგროდაზღვევის ბენეფიციარია. მან, სადაზღვევო პოლისის შესაძენად, სახელმწიფოსგან 50 % თანადაფინანსება მიიღო. სუმბაძე ზარალის ანაზღაურების თანხას, 22,000 ლარზე მეტს, სადაზღვევო კომპანიისგან მიიღებს.