საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა მორიგი გასვლითი შეხვედრა გამართა. კომიტეტის წევრები ამჯერად გორს ესტუმრნენ. სხდომის დაწყებამდე პარლამენტის წევრები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ფერმერთა მომსახურების ცენტრის „აგროქართლის“ თანამშრომლებს შეხვდნენ და სასაწყობე მეურნეობა დაათვალიერეს.
დეპუტატები იმყოფებოდნენ სოფელ კვარხეთშიც, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფერმერული საწარმო – „ტირიფონის ბაღები“ მოინახულეს.