2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა პარლამენტში

საპარლამენტო კომიტეტებში საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.

დოკუმენტი ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აგრარული კომიტეტის წევრებს წარუდგინა, თუმცა პროექტს კომიტეტმა კენჭი არ უყარა. მიზეზი ოთარ დანელიამ განმარტა. აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარისთვის მიუღებელია რიგ მიმართულებებზე დაფინანსების შემცირება. დანელიას აქვს კონკრეტული შენიშვნები. კომიტეტის თავმჯოდარემ მინისტრის მოადგილეს მთავრობასთან კონსულტაციები და ბიუჯეტის პროექტში სოფლის მეურნეობის მიმართულებით ციფრების გაზრდა სთხოვა.