მრავალეროვნული სწავლებების ისტორიაში პირველად ჩაერთო „დელტას“ მიერ წარმოებული ქართული ჯავშანტექნიკა. „ეჯაილ სფირით“ 2021-ში მონაწილე ქართული ჯავშანტექნიკის მარშირება სენაკიდან ორფოლოს პოლიგონის მიმართულებით მოეწყო. მრავალფუნქციური მოდულური „დიდგორი მეომარისა“ და სამედიცინო საევაკუაციო „დიდგორი მედევაკის“ ტიპის ჯავშანმანქანები, სენაკიდან ორფოლოს პოლიგონის მიმართულებით, საქართველოს დროშებითა და სწავლების საიუბილეო ლოგოთი მარშირებით გადაადგილდნენ. ქართული წარმოების ჯავშანტექნიკამ ნელი სვლით ქუთაისის ცენტრშიც ჩაიარა. კონვოის ესკორტირება სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გაუწიეს. „დელტას“ მიერ წარმოებული „დიდგორის” ტიპის სამედიცინო და მრავალფუნქციური დანიშნულების ჯავშანმანქანები საქართველოს თავდაცვის ძალებს, ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს გადაეცა.