აღსრულების ეროვნული ბიურო აღმასრულებელთა ევროპულ კავშირს (UEHJ) შეუერთდა; აღსრულების ეროვნული ბიურო ამ ეტაპისთვის დამკვირვებლის სტატუსით იქნება წარდგენილი, ხოლო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ, კავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდება. აღნიშნული საერთაშორისო ასოციაციის წევრობა აღსრულების ეროვნულ ბიუროს აძლევს შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღოს ევროკავშირისა და ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ კონფერენციებში, ტრენინგებსა თუ სემინარებში. გადაწყვეტილება რიო დე-ჟანეიროში გამართულ აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის კონგრესზე მიიღეს, რომელშიც 50-მდე ქვეყნის 600 წარმომადგენელი მონაწილეობდა.