თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის მეორე ეტაპი იწყება. მსურველებს აპლიკაციის შევსება დღეს 10 საათიდან, 24 ივლისამდე შეეძლებათ. მეორე ეტაპზე დარეგისტრირების საშუალება ეძლევათ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ბავშვებს. რაც შეეხება მესამე ეტაპს, ის საყოველთაო რეგისტრაციას გულისხმობს, რომელიც 25 ივლისს 10 საათზე დაიწყება.