აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენცია

ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციის ყოველწლიური, მე-12 ღონისძიება ბათუმში. მასში საქართველო თანათავმჯდომარე ქვეყნის რანგში მონაწილეობს. კონფერენცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან, თბილისის საკრებულოს ხელმძღვანელ პირებთან და ბათუმის მერთან ერთად გახსნა. ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაზე 5 ქვეყანა – საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, სომხეთი და აზერბაიჯანია წარმოდგენილი. საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონთა და თვითმმართველობათა კონფერენციაში 2011 წელს გაწევრიანდა, მასში მონაწილე ქართული დელეგაციის შემადგენლობა კი 2022 წლის მარტში დამტკიცდა.