წინანდალში მომხდარ გახმაურებულ მკვლელობაში მონაწილეობისთვის დაკავებულ ოლიმპიურ ჩემპიონს, ზურაბ ზვიადაურს და მის მეგობარს, ჯაბა ჯანგირაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდათ. წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ თავს არცერთი ცნობს. დაცვის მხარე სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებას ზემდგომ ინსტანციაში გეგმავს.
თელავში, „მოამბის“ კორესპონდენტი ჟანა დიდებაშვილი მუშაობს.