დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით დაკავებულებისთვის, თელავის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების განსაზღვრაზე იმსჯელა.
სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. მოსამართლემ ორ ბრალდებულს პატიმრობა განუსაზღვრა. არასრულწლოვანი კი 2000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
მიმდინარე წლის 8 აგვისტოს პანკისის ხეობის სოფელ ყვარელწყალში, გოჩა წელაურისა და მისი 16 წლის შვილის ცემის საქმეზე ბრალი სამ პირს ჰქონდა წარდგენილი. წინა სასამართლო სხდომა 24 სექტემბრისთვის ჩაინიშნა.