ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე დაკავებული ორი პირის აღკვეთის ღონისძიების საქმეზე პროცესი იმართება თბილისის საქალაქო სასამართლოში. საუბარია საქართველოს ორ მოქალაქეზე, რომლებიც კონტრტერორისტული სპეცოპერაციის ფარგლებში გუშინ ბათუმში დააკავეს. გამოძიება მათ ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვას ედავება. საქმეს საიდუმლო გრიფი ადევს. დაკავებულების სახლების ჩხრეკისას, გამოძიების ინფორმაციით, ამოღებულია დროშები ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს სიმბოლიკით.