გლდანში, მამის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებული მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. რეზო გამხიტაშვილს, საგამოძიებო უწყებამ ბრალი ოფიციალურად გუშინ წარუდგინა. გამოძიების ინფორმაციით, მან მამას ჭრილობები დანით მიაყენა. დაშავებული შემთხვევის ადგილიდან კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა პაციენტის გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს. დაკავებული ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს, დაცვის მხარის განცხადებით კი, ისინი პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. ბრალდებულს 16-20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.