მშობლების მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე დაკავებულ გიორგი ბეროზაშვილს აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მოთხოვნა. ბრალდებული, რომელიც ყოფილი სამართალდამცველია, ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
ვაკო ორმოცაძე ესწრებოდა სასამართლო პროცესს და საქმის დეტალებით ის ახლა პირდაპირ ეთერში გვიერთდება.