შეიარაღებული თავდასხმა საგარეჯოში

თვითმხილველები შემზარავი ფაქტის დეტალებს იხსენებენ.

გამოკითხვები დაიწყო. პოლიციის განყოფილება უკვე დატოვეს თავდამსხმელის ყოფილმა მეუღლემ და სრულწლოვანმა შვილმა, რომელიც თავდასხმის დროს მამასთან ერთად სახლში იმყოფებოდა. ის ბინიდან მას შემდეგ გაიქცა, რაც 49 წლის ყოფილმა სამხედრომ აივნიდან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა დაიწყო. ამ ეტაპზე ოჯახის წევრთა ჩვენებები არ საჯაროვდება. როგორც თვითმხილველები იხსენებენ, მამაკაცი ისროდა ყველა იმ მიმართულებით, სადაც ადამიანებს ხედავდა. გამომძიებლების შეკითხვებს პასუხობენ იმ კორპუსის მცხოვრებლებიც, სადაც შემზარავი ტრაგედია დატრიალდა.