ქრისტეს აღდგომას ზეიმობს სომეხთა სამოციქულო ეკლესიაც. სადღესასწაულო წირვა თბილისის ეჩმიაძინის, სურბ გევორგის საკათედრო ტაძარსა და ყველა მოქმედ ეკლესიაში ჩატარდა. საზეიმო მსახურება დიდ შაბათ დღეს, საღამოს, 19 საათიდან დაიწყო. ამ დღეს, სპეციალური წესის დაცვით ინთება ტაძრის ყველა ლამპარი და კანდელი, იხსნება ეკლესიის საკურთხევლის ფარდები და მორწმუნეებს ანთებული სანთლები ურიგდებათ, რის შემდეგაც საღმრთო ლიტურგია აღევლინება.