მზადება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის

ცეცხლის გარდამოსვლა იერუსალიმში და ტრადიციული სააღდგომო სამზადისი საქართველოში – დღეს ვნების შვიდეულის დიდი შაბათია, მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს საფლავად დადებას აღნიშნავს. ყველა მოქმედი ტაძრის გარშემო დილით გარდამოხსნის შემოტარების წესი შესრულდა. ხვალ კი ქრისტიანული სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს იზეიმებს.

ამ წუთებში სამების საკათედრო ტაძარში მართლმადიდებლები საზეიმო ლიტურგიაზე დასასწრებად იკრიბებიან, სადაც სულ ცოტა ხანში მცირე მსახურება დაიწყება, არქიდიაკონი სააღდგომო ეპისტოლეს წაიკითხავს, იქნება ლიტანიობა და სააღდგომო წირვა.

სამების საკათედრო ტაძარში ლიტურგიას ილია მეორე აღავლენს. სამების საკათედრო ტაძრიდან თათია მაყაშვილი ჩაგვერთვება – ორწლიანი პანდემიისა და შეზღუდვების შემდეგ, როგორ ხვდება ქრისტიანული სამყარო ბრწყინვალე აღდგომას?

დატოვე კომენტარი