მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომას აღნიშნავენ საქართველოში მცხოვრები კათოლიკები. დღესასწაულთან დაკავშირებით, სააღდგომო ღვთისმსახურება საქართველოში მოქმედ ყველა კათოლიკურ ეკლესიაში ჩატარდა. ეკლესიის სასულიერო დასსა და მრევლს აღდგომა მიულოცეს. თბილისის მარიამ ღვთისმშობლის ზეცად აყვანების კათოლიკურ კათედრალურ ტაძარში გამართულ სააღდგომო ლიტურგიას, ტრადიციულად, ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო უძღვებოდა.