აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიხედვით, ბიჭვინთის 186 ჰექტრამდე ტერიტორია რუსეთს 49 წლით სარგებლობაში გადაეცა. ჯემალ გამახარიას თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე აშენებული შენობა-ნაგებობები კი სამუდამოდ რუსეთის ფედერაციის სარგებლობაში იქნება. მისივე თქმით, არის საფრთხე, რომ პორტები და ტერიტორიები, რომლებიც სანაპირო ზოლს მოიცავს, მომავალში რუსეთის საკუთრებაში აღმოჩნდეს.