აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ ახალ თავმჯდომარედ ჯემალ გამახარია აირჩია. თავმჯდომარის პოსტზე კენჭს იყრიდა კიდევ ერთი კანდიდატი დავით გვაძაბია, თუმცა მან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
ახალ თავმჯდომარეს მხარი დაუჭირა 14-მა დეპუტატმა, მოწინააღმდეგე კი ოთხი დეპუტატი იყო.
თავმჯდომარეს საბჭოს 19 დეპუტატი ირჩევს, თუმცა რაისა ქარაიამ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა. კანდიდატს გასამარჯვებლად მინიმუმ 10 ხმის მიღება სჭირდება.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭო არჩევნებს ხუთ წელიწადში ერთხელ ატარებს.