ვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში - პოლიტიკოსების შეფასება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სოხუმში მიმდინარე პროცესებს საოკუპაციო ძალის ეფექტიანი მმართველობის შედეგს უწოდებს. რუსლან აბაშიძის თქმით, საოკუპაციო ძალა შეეცდება ეთნიკური წმენდისა და ოკუპაციის ლეგიტიმაცია ნებისმიერი გზით მოახდინოს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს აფასებს. ჯემალ გამახარია აცხადებს, რომ ის, რასაც პოლიტიკურ კრიზისს უწოდებენ, სინამდვილეში ქაოსი და ოკუპაციის თანმდევი მოვლენაა. მისივე თქმით, ოკუპანტებს ყოველთვის აქვთ ნაღმები ასეთ ტერიტორიებზე, რომლებიც პერიოდულად მოჰყავთ მოქმედებაში.

ჯემალ გამახარიას პროგნოზით, ე.წ. ხელისუფლება მეტად კრიმინალური ჯგუფით დაკომპლექტდება, თუმცა, ეს პროცესები, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ოკუპირებულ აფხაზეთში საზოგადოების განვითარებას.

დატოვე კომენტარი