აფხაზეთის უმაღლესი საბჭო ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. დეპუტატმა გია გვაზავამ შამბას განცხადება შეაფასა და განაცხადა, რომ თავადაც საჭიროდ მიაჩნია აფხაზეთთან პირდაპირი დიალოგი. გია გვაზავა ასევე ბჟანიას კანდიდატურას შეეხო და თქვა, რომ მას არჩევნებში რეალური შანსები აქვს.
შეფასება გააკეთა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემაც. ჯემალ გამახარიას განცხადებით, ამ ეტაპზე საოკუპაციო რეჟიმთან საერთო ენის გამონახვის პერსპექტივას ვერ ხედავს, თუმცა, ამბობს, რომ ქართული სამშვიდობო პოლიტიკა მიმართულია რიგითი აფხაზებისკენ. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე შამბას განცხადებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ჰუმანიტარულ საკითხებში აფხაზეთთან დიალოგის პერსპექტივას ხედავს, თუმცა, გამორიცხავს არაღიარების პოლიტიკის კუთხით რაიმე დიალოგის წარმართვას.