პასუხი სერგეი შამბას
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებას, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას დიალოგისკენ მოუწოდებს, – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრის მოადგილე პასუხობს.
სერგეი შამბა აცხადებს, რომ დიალოგი ორმხრივი პროცესია, რისი სურვილიც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არ გამოთქმულა. საპასუხოდ კი, ლია გიგაური პროგრამას – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ უპირისპირებს და ამბობს, რომ აფხაზურ საზოგადოებასთან თანამშრომლობა ნდობის აღდგენისა და შერიგების მიმართულებით სწორედ ამ პროექტით გრძელდება. მისი თქმით, საქართველოს მთავრობის ეს ინიციატივა ომით გაყოფილი საზოგადოებების დაახლოებას ემსახურება.