ენგურის ხიდზე, საოკუპაციო ხაზთან ახალგაზრდების აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების თქმით, მათი მთავარი გზავნილებია „აფხაზეთი – საქართველოა“ და მშვიდობა. პროტესტში ქართველი, რუსი, აფხაზი და უკრაინელი ახალგაზრდა ბლოგერები მონაწილეობდნენ. აქცია სოხუმის დაცემის დღეს, 27 სექტემბერს მიეძღვნა.