აფგან მუხთარლის საქმის განხილვა ბელაქანის რაიონულ სასამართლოში დღეს განახლდება
ბელაქანის რაიონული სასამართლო აფგან მუხთარლის საქმის განხილვას დღეს განაახლებს.
14 დეკემბერს გამართულ სხდომაზე მოწმეთა ნაწილი დაიკითხა. სასამართლომ წინა პროცესზე ჟურნალისტები არ დაუშვა. პროცესის გადადებამდე მუხთარლიმ განაცხადა, რომ მისი დაპატიმრების მიზეზი, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოჯახზე ჩატარებული გამოძიება გახდა და დაპატიმრების ბრძანება სწორედ ილჰამ ალიევმა გასცა.