რა გახდა დღეს ვარკეთილში, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში მომხდარი აფეთქების მიზეზი, ჯერ ოფიციალურად ცნობილი არ არის, თუმცა კომპანია „თბილისი ენერჯი“ გამორიცხავს, რომ შემთხვევა ბუნებრივი აირს გამოეწვია. ადგილობრივების ინფორმაციით, ძლიერი აფეთქება დილის 11 საათზე მოხდა, შემდეგ კი სახლში ხანძარი გაჩნდა. მომხდარის შედეგად ერთი ქალი დაშავდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მას შვიდპროცენტიანი დამწვრობა აქვს. ხანძრის ლიკვიდირება მალევე მოხერხდა, რის შემდეგაც ადგილზე „თბილისის ენერჯის“ წარმომადგენლები შეუშვეს, სადარბაზოს მაცხოვრებლები კი კორპუსიდან გაიყვანეს.