აფეთქება ვარკეთილში

აფეთქება მოხდა ცოტა ხნის წინ ვარკეთილის ზემო პლატოზე. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის მიზეზი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში გაზის გაჟონვა იყო. აფეთქებას ხანძარი მოჰყვა. მომხდარის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ და ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. ადგილზეა მოამბის გადამღები ჯგუფი – გიორგი კობერიძე ბოლო ინფორმაციით.