ლანჩხუთში, გვარჯალაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსში აფეთქება მოხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულია ორი ადამიანი, ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მძიმეა ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა, პაციენტს სხეულის 80% -ის დამწვრობა აღენიშნება. რაც შეეხება მეორე დაშავებულს, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გამოიწვია. ხანძარი, რომელიც აფეთქებას მოყვა, ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.