თბილისში, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროში ადასტურებენ.
მათივე ცნობით, დაშავდა სამი ადამიანი. ერთი დაშავებული ალადაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. რაც შეეხება ორ დაშავებულს, ისინი რესპუბლიკურ საავადმყოფოსა და ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში არიან მოთავსებული.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო–სამაშველო ჯგუფები და საპატრულო პოლიცია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური – ფილარმონიასთან მდებარე შენობაში სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას ჟანგბადის ბალონი აფეთქდა