ავღანეთის დედაქალაქში აფეთქებას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშვებულია 40-ზე მეტი. შემთხვევა საგარეო საქმეთა და ინფორმაციის სამინისტროების სიახლოვეს მოხდა, სადაც ჩინეთის დელეგაციას ელოდნენ. თვითმხილველთა განცხადებით, ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა.