საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ შიდა ავიარეისების ორგანიზებასთან დაკავშირებით ტენდერი გამოაცხადა.
ტენდერი, რომელიც ორ ნაწილად გამოცხადდა და ჯამში 12 მიმართულებას მოიცავს. თბილისის, მესტიის, თელავის, ამბროლაურის, ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებით ერთმანეთს დაუკავშირდება საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მფლობელობაში არსებული ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივი აეროპორტი. როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, პროექტის მიზანია ქვეყნის შიგნით მობილობის მეტად გაზრდა, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას.