ადრეული ქორწინების საზიანო პრაქტიკა, არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები – ამ სახელწოდებით გაერო-ს მოსახლეობის ფონდმა ახალი კვლევა წარადგინა.
დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში ბავშვთა ასაკში ქორწინების საშუალო მაჩვენებელი 14%-ს აღწევს და ასეთი შემთხვევების გამოვლენა კვლავ პრობლემად რჩება. კვლევის მიხედვით, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ასევე სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინაციაა.
პრეზენტაციას საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, სახალხო დამცველი და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები დაესწრნენ.