სტიქია სვანეთში. დაახლოებით ერთი საათის წინ ჭუბერის ხეობაში მთის ფერდობი ჩამოიშალა.
ღვარცოფულმა მოვლენამ ჩახერგა მდინარე ნენსკრა. შემდეგ კი, დაგუბებულმა წყალმა მდინარის ადიდება გამოიწვია.
წყალმა ოთხი ხიდი წაიღო. დაიტბორა მდინარის გასწვრივ არსებული ტერიტორიები და სოფელ ჭუბერის ცენტრი.
სტიქიის ზონისკენ მიემართებიან სამაშველო სამსახურების ბრიგადები.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.