წინასაარჩევნო რეპორტაჟების ციკლს ოზურგეთით განვაგრძობთ.
რა პირობებში ცხოვრობენ მუნიციპალიტეტის სოფლებში და რა პრობლემების მოგვარებას ითხოვენ მომავალი მერისგან. მთავარ პრობლემად მოსავლის რეალიზაცია და მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურა სახელდება. ადგილობრივები სირთულეებს აწყდებიან მეურნეობის და მცირე მეწარმეობის გაფართოების პროცესშიც. ერთ-ერთი მოთხოვნა ურეკის სანაპირო ზოლის კეთილმოწყობის დასრულებაა.