ადაპტირებული პერფორმანსი „მაკნატუნა“

კინოთეატრ „ამირანში“, მაკა მახარაძის საბალეტო დასის, „ვერის უბნის ტანც-კლასის“ პატარა ბალერინების მიერ შესრულებული ადაპტირებული პერფომანსის, მაკნატუნას“ წარმოდგენა გაიმართა.

შობის ღამის სიზმარზე, ზღაპრის პერსონაჟებით  შექმნილი ნახევარ-საათიანი წარმოდგენა  ნათია ბუნტურმა დადგა. კლასიკად ქცეული ეს საახალწლო ბალეტი, პეტრე ჩაიკოვსკის განუმეორებელი მუსიკით, ჯადოსნური ფინალითა და ფერადი პერსონაჟებით, მსოფლიოს თეატრების სცენიდან უკვე რამდენიმე ათეული წელია არ ჩამოდის.